X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ - ევროკავშირის პროგრამის პირველი ფაზა დასრულდა

8 დეკემბერი 2020

ევროკავშირის ფინანსური დახმარების ფარგლებში მიმდინარე პროგრამის „მერები ეკონომუკური ზრდისთვის“ (M4EG - https://www.m4eg.eu/en/) პირველი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებული ონლაინ ღონისძიება გაიმართა.

პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეკონომიკური განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით.

პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 240 გეგმა მოამზადეს, საიდანაც გეგმების განხორციელების პროცესების ხელშეწყობისთვის 8.4 მილიონი ევროს ღირებულების 16 საგრანტო პროექტი დაფინანსდა, მათ შორის 3 საქართველოდან (თბილისი, გორი და ბოლნისი - 2.1 მილიონი ევრო).

დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, ასევე ევროკავშირის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და პროექტის მმართველი კომიტეტის წევრები.

დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის, მის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების და პროექტების ბენეფიციარი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. 

მზია გიორგობიანმა ისაუბრა პროექტის წარმატებასა და პროცესებში მეტი მუნიციპალიტეტის ჩართვის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების მომზადების და მათი განხორციელების ხელშეწყობის აუცილებლობას, ასევე - ხილვადობის, ელექტრონული სწავლების პლატფორმების დანერგვის, ადგილობრივ შესაძლებლობათა განვითარებისთვის მონაწილე მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარების და რაც მთავარია, მეტი კონკრეტული პროექტის დაფინანსების აუცილებლობას.